пятница, 13 февраля 2015 г.

თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანითირკმელკენჭოვანი დაავადება -დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში.
თირკმელკენჭოვანი დაავადება -ეტიოლოგია, პათოგენეზი.კენჭების წარმოქმნის მექანიზმითირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექცია და თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით.

Комментариев нет:

Отправить комментарий