თირკმელების ტუბერკულოზი renal tuberculosis

თირკმელების ტუბერკულოზი – ტუბერკულოზის მიკობაქტერიები თირკმელში ხვდებიან ჰემატოგენური გზით. ზოგჯერ თირკმელების ტუბერკულოზი შესაძლებელია გამოვლინება იყოს დისემინირებული ტუბერკულოზისა.
თირკმელების ტუბერკულოზი – პათოგენეზი. თირკმელებში ტუბერკულოზური პროცესის განვითარებისათვის, გარდა მიკობაქტერიის შეღწევისა, აუცილებელია მათთვის გარკვეული პირობები, ორგანიზმისა და თირკმლის ქსოვილის განსაკუთრებული იმუნოლოგიური მდგომარეობა. საშარდე გზებში პათოლოგიური პროცესის გავრცელება ხდება ლიფოგენური გზებით.
თირკმლის ტუბერკულოზი
პათოლოგურ-ანატომიური სურათისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება: სპეციფიკური ექსუდაციიდან და პროლიფერაციიდან, სპეციფიკური ხორკლის წარმოქმნიდან კავერნების წარმოქმნამდე და თირკმლის დვრილებისა და საშარდე გზების დაწყლულებამდე. ტუბერკულოზური კერის ირგვლივ ვითარდება ინტერსტიციული ქსოვილის არასპეციფიკური ანთება. Read the rest of this entry »