ოტიტი otitis

ოტიტი - ყურის ანთება; განასხვავებენ გარეთა, შუა და შიგნითა ყურის ანთებას.
ოტიტი
გარეთა ოტიტი - არსებობს ორი ფორმა – შემოსაზღვრული (გარეთა სასმენი მილის ფურუნკული) და დიფუზური. შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი წარმოიქმნება ინფექციისშეღწევისას (ხშირად სტაფილოკოკის) გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებში და ცხიმის ჯირკვლებში, რასაც ხელს უწყობს მცირედიტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირია შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ჰიპოვიტამინოზით დაავადებულ პირებში. ზოგჯერ პროცესი ვრცელდება ყურის ირგვლივ ქსოვილებზეც. დიფუზური გარეთა ოტიტი ვითარდება უპირატესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა ქსოვილში სხვადასხვა ბაქტერიების, ასევე სოკოების შეღწევისას. ანთებითი პროცესი ზოგჯერ ვრცელდება დაფის აპკზეც. Read the rest of this entry »