понедельник, 19 ноября 2012 г.

შეკრულობა


შეკრულობაყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი.
განასხვავებენ შეკრულობის შემდეგ სახეებს:
1.
 ნევროგენული შეკრულობა (ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული დაავადებები, დეფეკაციის რეფლექსის დათრგუნვა და სხვ.);
2.
 რეფლექტორული შეკრულობა (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ორგანული დაზიანებებისას, ასევე სხვა ორგანოებისა და სისტემების), მათ შორის პროქტოგენული;
3.
 ტოქსიკური შეკრულობა (მორფინით, ნიკოტინით, ნიტრობენზოლით, ტყვიით მოწამვლისას, ქოლოლიტიკებისა და სპაზმოლიტიკების დიდი დოზებით მიღებისას);
4.
 ენდოკრინული შეკრულობა - ჰიპოფიზის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევისას;
5.
 ალიმენტური შეკრულობა (საკვებთან უჯრედისის არასაკმარისი შეღწევით);
6.
 ჰიპოკინეტიკური შეკრულობა (არასაკმარისი ფიზიკური აქტივობისას, ადინამიის დროს და სხვ.);
7.
 მექანიკური შეკრულობა (ნაწლავის შევიწროება სიმსივნით, ნაწიბურებით, ან მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგიური დაგრძელებით, მისი ინტრამურალური ნერვული წნულების განუვითარებლობა, გირშპრუნგის დაავადება).
ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა შესაძლოა გამოიწვიონ უპირატესად ნაწლავის მოძრაობის,სეკრეციისა და შეწოვის, ან ვაზომოტორული დარღვევები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაშიშეკრულობა  წარმოადგენს რამდენიმე დარღვევების შედეგს.  დეტალურად

Комментариев нет:

Отправить комментарий